2019 წელს დაიბადა იდეა – 2021 წელს – დავაარსეთ “აბჯარი”.
ყოველთვის ამაღელვებელია იყო ინოვატორი და ჩვენ ვამაყობთ, რომ „აბჯარი“ პირველი ამდაგვარი ბრენდია საქართველოში.
ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის სპორტულ კომპრესიულ სამოსს, რომელიც შესაფერისია ხანგრძლივი და ინტენსიური ვარჯიშისთვის. ჩვენი პროდუქტი გამოადგება, როგორც პროფესიონალებს, ასევე ფიტნესის მოყვარულებს, რომლებიც ეძებენ უაღრესად ფუნქციონალურ, ელეგანტურ და კომფორტულ სპორტულ ტანსაცმელს.
საქართველო არის პატარა ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი მდიდარი ისტორიით, ულამაზესი პეიზაჟებით, გამორჩეული საკვებითა და ღვინით, არამედ ცნობილი პროფესიონალი სპორტსმენებითაც, რომლებიც შთააგონებენ ჩვენს საქმიანობას. სახელი, რომელიც ჩვენი ბრენდისთვის ავარჩიეთ, საგულდაგულოდ იყო შერჩეული, რათა განსახიერდეს სული და გამორჩეული კულტურა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. „აბჯარი“ – ქართულად ნიშნავს „ჯავშანს“.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა სპორტსმენი არის მეომარი, რომელიც ადგას ოფლითა და ცრემლებით მოკირწყლულ გზას. თითოეული ეს პიროვნება იმსახურებს საუკეთესო აღჭურვილობას, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და ყველა არსებული ბარიერი გადალახოს.
საუკეთესო ქსოვილისა და დიზაინის ძიებაში, ჩვენ შევქმენით მართლაც უნიკალური პროდუქტი, რომელიც იმსახურებს ადგილს სპორტული აღჭურვილობის ბაზარზე. თანამედროვე დიზაინი, საიმედო და გამძლე ქსოვილისგან შექმნილი 21-ე საუკუნის აბჯარი შესძენს თავდაჯერებულობას მათ, ვისაც სურს გასცდეს თავის შესაძლებლობების ზღვარს.