მაღაზია

კონფიდენციალობის პოლიტიკა

„აბჯარის“ კონფიდენციალობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილია, თუ როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გაზიარება, როდესაც თქვენ სტუმრობთ ან ახორციელებთ შესყიდვებს ვებგვერდზე abjari.com (შემდგომში – „საიტი“).

პერსონალურ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ

როდესაც თქვენ შემოდგიხართ საიტზე, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას თქვენი ვებ-ბრაუზერის, IP მისამართის, დროის ზონისა და თქვენს მოწყობილობაზე დაინსტალირებული ზოგიერთი ქუქი-ფაილის შესახებ. გარდა ამისა, საიტის დათვალიერებისას ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ცალკეული ვებ გვერდების ან პროდუქტების შესახებ, რომლებსაც თქვენ ხედავთ, ვებგვერდებისა თუ საძიებო ტერმინების შესახწებ, რომლებმაც ჩვენი საიტი გაპოვნინათ, და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობთ საიტთან. ამ ავტომატურად შეგროვებულ მონაცემებსჩვენ „მოწყობილობის  შესახებ ინფორმაციას“ ვუწოდებთ.

მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენებით:

„ქუქი-ფაილები“ არის მონაცემთა ფაილები, რომლებიც განთავსებულია თქვენს მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე და ხშირად შეიცავს ანონიმურ უნიკალურ იდენტიფიკატორს. დამატებითი ინფორმაციისთვის ქუქი-ფაილების შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ გამორთოთ ქუქი-ფაილები, ეწვიეთ ვებგვერდს http://www.allaboutcookies.org . – „Log files“ თვალყურს ადევნებს საიტზე განხორციელებულ მოქმედებებს და აგროვებს მონაცემებს

„ლოგ-ფაილები“ თვალყურს ადევნებს საიტზე განხორციელებულ ქმედებებს და აგროვებს მონაცემებს, მათ შორის თქვენი IP მისამართის, ბრაუზერის ტიპის, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის, მითითების/გასვლის გვერდებისა და თარიღის/დროის ნიშნულების თაობაზე.

„ვებ შუქურები“, „ტეგები“ და „პიქსელები“ არის ელექტრონული ფაილები, რომლებიც გამოიყენება საიტის დათვალიერების შესახებ ინფორმაციის ჩასაწერად.

გარდა ამისა, როდესაც თქვენ ყიდულობთ ან ცდილობთ შესყიდვას საიტის საშუალებით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან გარკვეულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს სახელს, რეგისტრაციის მისამართს, მიწოდების მისამართს, გადახდის ინფორმაციას (მათ შორის, საკრედიტო ბარათის ნომრებს, ელფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს). ამ მონაცემებს ჩვენ „შეკვეთის ინფორმაციას“ ვუწოდებთ. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში „პერსონალურ ინფორმაციაზე“ საუბრისას, ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ინფორმაციას მოწყობილობის შესახებ, ასევე შეკვეთის ინფორმაციას.

როგორ ვიყენებთ თქვენ პერსონალურ ინფორმაცია?

ჩვენ ვიყენებთ შეკვეთის ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ სტანდარტულად საიტზე განთავსებული ნებისმიერი შეკვეთის შესასრულებლად (მათ შორის თქვენი გადახდის ინფორმაციის დამუშავება, ტრანსპორტირების ორგანიზება და ინვოისების და/ან შეკვეთის დადასტურების მოწოდება). გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ შეკვეთის ინფორმაციას თქვენთან კომუნიკაციისთვის, პოტენციური რისკის ან თაღლითობის თავიდან ასაცილებლად შეკვეთების შემოწმების მიზნით, და, ჩვენთან გაზიარებული პრეფერენციების შესაბამისად, თქვენთვის ჩვენს პროდუქტებთან ან სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის ან რეკლამის მოწოდების მიზნით.

ჩვენს მიერ შეგროვებული მოწყობილობის ინფორმაცია გვეხმარება პოტენციური რისკისა და თაღლითობის გამოვლენაში (კერძოდ, საშაულებას გვაძლევს შევამოწმოთ თქვენი IP მისამართი)  და ზოგადად ჩვენი საიტის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაში (მაგალითად, აგენერირებს ანალიტიკურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ათვალიერებენ და ურთიერთობენ ჩვენი მომხმარებლები საიტთან და საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმატება).

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება

ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეებს, რათა მოვახერხოთ მისი გამოყენება, როგორც ეს აღწერილია ზემოთ. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ „აბჯარს“ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გასაძლიერებლად – მეტი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს Shopify თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.shopify.com/legal/privacy . ჩვენ ასევე ვიყენებთ Google Analytics-ს, რათა გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ჩვენი მომხმარებლები საიტს – მეტი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს Google თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, შეგიძლიათ იხილოთ  აქ: https://www.google.com/intl/en/policies/privacy/.

ამ ბმულზე შესვლით: https://tools.google.com/dlpage/gaoptout, შეგიძლიათ უარი თქვათ Google Analytics-ზე.

და ბოლოს, ჩვენ შეიძლება ასევე გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად, სასამართლოში გამოძახების, ჩხრეკის ორდერის ან სხვა კანონიერი მოთხოვნის ფარგლებში, ან სხვაგვარად, ჩვენი უფლებებიs დაცვის მიზნით.

ქცევითი რეკლამა

როგორც ზემოთ იყო აღწერილი, ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ მიზანმიმართული რეკლამები ან მარკეტინგული კომუნიკაციები, რომლებიც, ვფიქრობთ, შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ მუშაობს მიზნობრივი რეკლამა, შეგიძლიათ ეწვიოთ Network Advertising Initiative-ის (“NAI”) საგანმანათლებლო გვერდს http://www.networkadvertising.org/understanding-online-advertising/how-does-it-work . თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ზოგიერთ ამ სერვისზე ციფრული სარეკლამო ალიანსის პორტალზე შესვლით: http://optout.aboutads.info

სიგნალი „DO NOT TRACK“

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვცვლით ჩვენი საიტის მონაცემთა შეგროვების და მოხმარების პრაქტიკებს, როდესაც ვხედავთ თქვენი ბრაუზერის სიგნალს „DO NOT TRACK (არ მიადევნო თვალყური)“.

თქვენი უფლებები

თუ თქვენ ხართ ევროპის რეზიდენტი, თქვენ გაქვთ წვდომა იმ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ გვაქვს თქვენ შესახებ და შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის შესწორება, განახლება ან წაშლა. თუ გსურთ ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით. გარდა ამისა, თუ თქვენ ხართ ევროპის რეზიდენტი, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას იმ კონტრაქტების შესასრულებლად, რომლებიც შეიძლება გაფორმდეს თქვენსა და ჩვენს შორის (მაგალითად, თუ შეკვეთას აკეთებთ საიტის მეშვეობით), ან სხვაგვარად, რომ დავიცვათ ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური ბიზნეს-ინტერესები. გარდა ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ინფორმაცია გადაიცემა ევროპის ფარგლებს გარეთ, მათ შორის კანადასა და შეერთებულ შტატებში.

მონაცემთა შენახვა

როდესაც თქვენ ახორციელებთ შეკვეთას საიტის მეშვეობით, ჩვენ ვინახავთ თქვენი შეკვეთის ინფორმაციას ჩვენს ჩანაწერებში, თუ / სანამ თქვენ არ მოგვთხოვთ ამ ინფორმაციის წაშლას.

ცვლილებები

ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა ჩვენს პრაქტიკაში მომხდარი ცვლილებების ან სხვა ოპერატიული, სამართლებრივი ან მარეგულირებელი მიზეზების გამო.

საკონტაქტო ინფორმაცია

ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, დამატებით კითხვებზე პასუხების მისაღებად ან საჩივრის შემოსატანად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულად მისამართზე support@abjari.com ან ფოსტით ქვემოთ მოცემული დეტალების გამოყენებით: ადამ მიცკევიჩის ქუჩა 14, თბილისი, 0194, საქართველო

მიმოხილვა

ამ ვებგვერდის ოპერირებას ახდენს „აბჯარი“. მთელ საიტზე ტერმინები „ჩვენ“, „ჩვენ“ და „ჩვენი“ ეხება „აბჯარს“. „აბჯარი“ გთავაზობთ თქვენ, მომხმარებელს, ამ ვებგვერდს და მასზე ხელმისაწვდომ ყველა ინფორმაციას, ხელსაწყოებსა და სერვისებს იმ პირობით, რომ თქვენ ეთანხმებით აქ მითითებულ ყველა ტერმინს, პირობას, პოლიტიკასა და შენიშვნას. ჩვენი საიტის მონახულებით და/ან ჩვენგან რაიმეს შეძენით, თქვენ ღებულობთ ჩვენს „მომსახურებას“ და აცხადებთ თანხმობას დაიცვათ შემდეგი პირობები („მომსახურების პირობები“, „პირობები“), მათ შორის დამატებითი პირობები და წესები, რომლებიც მოხსენიებულია აქ და/ან ხელმისაწვდომია ჰიპერბმულით. ეს მომსახურების პირობები ვრცელდება საიტის ყველა მომხმარებელზე, მათ შორის შეუზღუდავად იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ბრაუზერები, მოვაჭრეები, მომხმარებლები, ვაჭრები და/ან კონტენტის კონტრიბუტორები. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს მომსახურების პირობები ჩვენს ვებსაიტზე წვდომამდე ან გამოყენებამდე. საიტის რომელიმე ნაწილზე წვდომით ან გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით მომსახურების პირობებს და იღებთ ვალდებულებას დაიცვათ ისინი. თუ არ ეთანხმებით ამ შეთანხმების ყველა პირობებს, მაშინ თქვენ არ შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებსაიტზე ან გამოიყენოთ რაიმე სერვისი. თუ ეს მომსახურების პირობები განიხილება შეთავაზებად, მასზე თანხმობა პირდაპირ შემოიფარგლება ამ მომსახურების პირობებით. ნებისმიერი ახალი ფუნქცია ან ინსტრუმენტი, რომელიც დაემატება არსებულ მაღაზიას, ასევე ექვემდებარება მომსახურების პირობებს. ამ გვერდზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადახედოთ მომსახურების პირობების უახლეს ვერსიას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ, შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ ამ მომსახურების პირობების ნებისმიერი ნაწილი ჩვენს ვებგვერდზე შესაბამისი განახლებების ან/და ცვლილებების გამოქვეყნებით. თქვენი პასუხისმგებლობაა პერიოდულად შეამოწმოთ ამ გვერდზე განხორციელებული. თქვენი მხრიდან საიტის გამოყენების გაგრძელება ან მასზე წვდომა ნებისმიერი ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგენს ამ ცვლილებების მიღებას.

ნაწილი 1 – ონლაინ მაღაზიის პირობები

ამ მომსახურების პირობებზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ, რომ მიღწეული გაქვთ სულ მცირე სრულწლოვანების ასაკი თქვენს შტატის ან რეგიონის კანონმდებლობით, ან რომ ხართ სრულწლოვანი თქვენს შტატში ან რეგიონის კანონმდებლობას და თანახმა ხართ ნება მივცეთ თქვენს ნებისმიერ მცირეწლოვან დამოკიდებულ პირს გამოიყენოს ეს საიტი. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი პროდუქტები რაიმე უკანონო ან არაავტორიზებული მიზნებისთვის და უფლება არ გაქვთ სერვისის გამოყენებისას დაარღვიოთ რაიმე კანონი თქვენს იურისდიქციაში (მათ შორის – საავტორო უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობა). თქვენ არ უნდა გადმოგვცეთ ვირუსები ან რაიმე დესტრუქციული ხასიათის კოდი. რომელიმე პირობის დარღვევა გამოიწვევს თქვენი მომსახურების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ნაწილი 2 – ზოგადი პირობები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს ნებისმიერ კლიენტს მომსახურებაზე უარი ვუთხრათ ამა თუ იმ მიზეზით მიზეზით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი კონტენტი (საკრედიტო ბარათის ინფორმაციის გარდა) შეიძლება გადაიცეს დაუშიფრავი სახით, რაც შეიძლება გულისხმობდეს (ა) გადაცემას სხვადასხვა ქსელში; და (ბ) ცვლილებებს მაკავშირებელი ქსელების ან მოწყობილობების ტექნიკურ მოთხოვნებზე მორგების მიზნით. საკრედიტო ბარათის ინფორმაცია ყოველთვის დაშიფრულია ქსელებზე გადაცემისას. თქვენ აცხადებთ თაარნხმობას ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე არ გაამრავლოთ,  არ დააკოპიროთ, არ გაყიდოთ ან გადაყიდოთ, არ გამოიყენოთ სერვისის რომელიმე ნაწილი, ან ვებგვერდზე არსებულ რომელიმე სერვისზე ან ნებისმიერ კონტაქტზე წვდომა, რომლის მეშვეობითაც ხდება სერვისის მოწოდება. ამ შეთანხმებაში არსებული სათაურები გამოყენებულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ ისახავს მიზნად წინამდებარე პირობების შეზღუდვას ან მათზე სხვაგვარად მოქმედებას.

ნაწილი 3 – ინფორმაციის სიზუსტე, სისრულე და დროულობა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, თუ ამ საიტზე განთავსებული ინფორმაცია არ არის ზუსტი, სრული ან აქტუალური. ამ საიტზე განთავსებული მასალა მოცემულია მხოლოდ ზოგადი ინფორმაციისთვის და თქვენ არ უნდა დაეყრდნოთ მას ან გამოიყენოთ ის როგორც ერთადერთი საფუძველი გადაწყვეტილების მისაღებად პირველადი, უფრო ზუსტი, უფრო სრულყოფილი ან უფრო დროული ინფორმაციის წყაროების გადამოწმების გარეშე. ამ საიტის მასალაზე ნებისმიერი დამოკიდებულება თქვენივე რისკს წარმოადგენს. ეს საიტი შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ მოძველებულ ინფორმაციას. მოძველებული ინფორმაცია, თავისთავად, არ არის აქტუალური და მოწოდებულია მხოლოდ თქვენი დამატებითი ინფორმირებისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ამ საიტის შინაარსი ნებისმიერ დროს, მაგრამ არ გვაქვს ვალდებულება განვახლოთ რაიმე ინფორმაცია ჩვენს საიტზე. თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენს საიტზე ცვლილებების მონიტორინგი თქვენი პასუხისმგებლობაა.

ნაწილი 4 – მომსახურებისა და ფასების ცვლილება

ჩვენი პროდუქციის ფასები შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე შევცვალოთ ან შევწყვიტოთ სერვისი (ან მისი ნაწილი ან შინაარსი). ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე მხარის წინაშე ნებისმიერი ცვლილების, ფასის ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის გამო.

ნაწილი 5 – პროდუქტები ან სერვისები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ზოგიერთი პროდუქტი ან მომსახურება შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ექსკლუზიურად ონლაინ, ვებსაიტის საშუალებით. ეს პროდუქტები თუ მომსახურება შეიძლება არმოდგენილი იყოს შეზღუდული რაოდენობით და ექვემდებარებოდეს დაბრუნებას ან გაცვლას მხოლოდ ჩვენი დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ზუსტად გადმოვცდეთ ჩვენი პროდუქციის ფერები და გამოსახულებები, რომლებიც გამოჩნდება მაღაზიაში. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი კომპიუტერის მონიტორის ფერების პარამეტრები ზუსტი იქნება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, თუმცა არ ვკისრულობთ ვალდებულებას, შევზღუდოთ ჩვენი პროდუქციის ან სერვისების გაყიდვები რომელიმე პირზე, გეოგრაფიულ რეგიონში ან იურისდიქციაზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს უფლება ცალკეულ შემთხვევებში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების რაოდენობა. პროდუქციის ყველა აღწერილობა ან პროდუქტის ფასი ექვემდებარება ცვლილებას ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ნებისმიერი პროდუქტი ნებისმიერ დროს. თუკი ამ საიტზე განთავსებული რომელიმე პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება სადმე აიკრძალება, ეს პროდუქტი ან სერვისის შემოთავაზება ბათილად ჩაითვლება. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენ მიერ შეძენილი ან მოპოვებული ნებისმიერი პროდუქტის, სერვისის, ინფორმაციის ან სხვა მასალის ხარისხი დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინებს, ან რომ სერვისში არსებული შეცდომები გამოსწორდება.

ნაწილი 6 – ბილინგისა და ანგარიშის ინფორმაციის სიზუსტე

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენს მიერ ჩვენთან განთავსებულ ნებისმიერ შეკვეთაზე. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევზღუდოთ ან გავაუქმოთ შეძენილი რაოდენობა ადამიანზე, ოჯახზე ან შეკვეთაზე. ეს შეზღუდვები შეიძლება შეიცავდეს შეკვეთებს, რომლებიც განთავსდება იმავე მომხმარებლის ანგარიშზე ან მისი სახელით, იმავე საკრედიტო ბარათზე და/ან შეკვეთებს, რომლებიც იყენებენ იმავე ბილინგის და/ან მიწოდების მისამართს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვცვლით ან ვაუქმებთ შეკვეთას, ჩვენ შეიძლება ვეცადოთ შეგატყობინოთ შეკვეთის მიღების პროცესში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და/ან ბილინგის მისამართზე/ტელეფონზე დაკავშირებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ ან ავკრძალოთ შეკვეთები, რომლებიც, ჩვენი შეხედულებით, შეიძლება იყოს განთავსებული დილერების, გადამყიდველების ან დისტრიბუტორების მიერ. თქვენ თანახმა ხართ მოგვაწოდოთ მიმდინარე, სრული და ზუსტი ინფორმაცია შესყიდვისა და ანგარიშის შესახებ ჩვენს მაღაზიაში შესრულებული ყველა შესყიდვისთვის. თქვენ თანახმა ხართ დროულად განაახლოთ თქვენი ანგარიში და სხვა ინფორმაცია, მათ შორის თქვენი ელფოსტის მისამართი და საკრედიტო ბარათის ნომრები და ვადის გასვლის თარიღები, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი ტრანზაქციების დასრულება და საჭიროებისამებრ დაგიკავშირდეთ. დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, გადახედოთ ჩვენთან არსებულ საქონლის დაბრუნების პოლიტიკას.

ნაწილი 7 – არასავალდებულო ინსტრუმენტები

ჩვენ შეიძლება მოგაწოდოთ წვდომა მესამე მხარის ინსტრუმენტებზე, რომლებზეც ჩვენ არ ვაწარმოებთ მონიტორინგს ან კონტროლს. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ წვდომას ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა „as is“ და „as available“ ყოველგვარი გარანტიის, წარმომადგენლობის ან პირობების შემოთავაზების ან წახალისების გარეშე. ჩვენ არ ვიკისრებთ რაიმე პასუხისმგებლობას, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია მესამე მხარის არასავალდებულო ინსტრუმენტების გამოყენებასთან. თქვენს მიერ ჩვენი საიტის მეშვეობით შემოთავაზებული არასავალდებულო ინსტრუმენტების ნებისმიერი გამოყენება მთლიანად თქვენი რისკით ხდება და თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ იცნობთ და ადასტურებთ გარეშე პროვაიდერ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინსტრუმენტების გამოყენების პირობებს. შესაძლოა მომავალში ჩვენ ვებსაიტის მეშვეობით ასევე შემოგთავაზოთ ახალი სერვისები და/ან ფუნქციები (მათ შორის, ახალი ხელსაწყოების და რესურსების გამოშვება). ასეთი ახალი ფუნქციები და/ან სერვისები ასევე ექვემდებარება წინამდებარე მომსახურების პირობებს.

ნაწილი 8 – მესამე მხარის ბმულები

გარკვეული კონტენტი, პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენი სერვისით, შეიძლება შეიცავდეს მასალებს მესამე მხარისგან. მესამე მხარის ბმულებმა ამ საიტზე შეიძლება მიგიყვანოთ მესამე მხარის ვებსაიტებზე, რომლებიც არ არიან ჩვენთან აფილირებული. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათი შინაარსის ან სიზუსტის შესწავლაზე ან შეფასებაზე, ასევე არ ვიძლევით გარანტიას და არ გვექნება პასუხისმგებლობა მესამე მხარის მასალებზე ან ვებსაიტებზე, ან მესამე მხარის სხვა მასალებზე, პროდუქტებზე ან სერვისებზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი რაიმე ზიანზე ან ზარალზე, რომელიც დაკავშირებულია საქონლის, სერვისების, რესურსების, კონტენტის შეძენასთან ან გამოყენებასთან ან მესამე მხარის ვებსაიტებთან დაკავშირებით განხორციელებულ სხვა ტრანზაქციებზე. გთხოვთ, გულდასმით გადახედოთ მესამე მხარის პოლიტიკას და პრაქტიკას და დარწმუნდეთ, რომ გესმით ისინი, სანამ რაიმე ტრანზაქციას განახორციელებთ. ნებისმიერი საჩივარი, პრეტენზია, შეშფოთება ან კითხვა მესამე მხარის პროდუქტებთან დაკავშირებით უნდა მიემართოს მესამე მხარეს.

ნაწილი 9 – მომხმარებლის კომენტარები, გამოხმაურება და სხვა ინფორმაცია

თუ თქვენ, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, გვიგზავნით გარკვეულ კონკრეტულ წინადადებებს (მაგალითად, საკონკურსო ნამუშევარს) ან ჩვენი მოთხოვნის გარეშე წარმოგვიდგენთ კრეატიულ იდეებს, წინადადებებს, წინადადებებს, გეგმებს ან სხვა მასალებს ონლაინ რეჟიმში, ელექტრონუად, ფოსტით ან სხვაგვარად (ერთობლიობაში „კომენტარები“), თქვენ თანახმა ხართ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს თქვენს მიერ გადმოცემული ნებისმიერი კომენტარის შეუზღუდავად რედაქტირება, კოპირება, გამოქვეყნება, გავრცელება, თარგმნა და სხვაგვარად გამოყენება ნებისმიერ მედიაში. ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით ვალდებული (1) შევინარჩუნოთ რაიმე კომენტარის კონფიდენციალობა; (2) გადაგიხადოთ კომპენსაცია ნებისმიერი კომენტარისთვის; ან (3) პასუხი გავცეთ ამა თუ იმ კომენტარს. ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ არ გვაქვს ვალდებულება, დავაკვირდეთ, დაარედაქტიროთ ან წავშალოთ კონტენტი, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ, შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ცრუდ, ცილისმწამებლურად, პორნოგრაფიულად, უხამსად ან წინააღმდეგობრივად,  რომელიმე მხარის ინტელექტუალურ საკუთრების ან მომსახურების პირობების დამრღვევად. თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი კომენტარებით არ უნდა დაარღვიოთ მესამე მხარის რაიმე უფლება, მათ შორის საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, კონფიდენციალობა, პიროვნება ან სხვა პიროვნული თუ საკუთრების უფლება. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ თქვენი კომენტარები არ შეიცავს ცილისწამებას ან სხვაგვარად უკანონო, შეურაცხმყოფელ ან უცენზურო მასალას, რაიმე კომპიუტერულ ვირუსს ან სხვა მავნე პროგრამას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სერვისზე ან მასთან დაკავშირებულ ვებსაიტზე. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყალბი ელ.ფოსტის მისამართი, გამოიყენოთ ყალბი იდენტობა, ან სხვაგვარად შეგვიყვანოთ შეცდომაში ჩვენ ან მესამე მხარეები ნებისმიერი კომენტარის წარმოშობასთან დაკავშირებით. თქვენ ხართ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი თქვენს მიერ გაკეთებულ ნებისმიერ კომენტარზე და მის სიზუსტეზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს ან მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებზე.

ნაწილი 10 – პირადი ინფორმაცია

მაღაზიის მეშვეობით თქვენი პირადი ინფორმაციის გაგზავნა რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკით. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის სანახავად, [წინადადება წყდება]

ნაწილი 11 – შეცდომები, უზუსტობები და გამოტოვებები

ზოგჯერ ჩვენს საიტზე ან სერვისის აღწერილობაში შეიძლება იყოს ბეჭდური შეცდომების, უზუსტობების ან გამოტოვებების შემცველი ინფორმაცია პროდუქტის აღწერის, ფასის, აქციების, შეთავაზებების, პროდუქტის მიწოდების საფასურის, ტრანსპორტირების დროისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე (მათ შორის თქვენი შეკვეთის გაგზავნის შემდეგ) გავასწოროთ ნებისმიერი შეცდომა, უზუსტობა ან გამოტოვება, შევცვალოთ ან განვაახლოთ ინფორმაცია ან გავაუქმოთ შეკვეთები, თუ რაიმე ინფორმაცია სერვისის თაობაზე ან მასთან დაკავშირებულ ვებსაიტზე განთავსებული მონაცემები არაზუსტია.

ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებას განვაახლოთ, შეცვალოთ ან დავაზუსტოთ ინფორმაცია სერვისზე ან ნებისმიერ დაკავშირებულ ვებსაიტზე, მათ შორის შეზღუდვის გარეშე, ფასების შესახებ, გარდა კანონით მოთხოვნილი ინფორმაციისა. ამა თუ იმ სერვისის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვებგვერდის რაიმე კონკრეტული განახლება ან განახლების თარიღი არ გულისხმობს აღნიშნული სერვისის ან მასთან დაკავშირებული ვებგვერდის ინფორმაციის სრულ შეცვლას ან განახლებას.

ნაწილი 12 – აკრძალული გამოყენება

სხვა აკრძალვების გარდა, რომლებიც მითითებულია მომსახურების პირობებში, თქვენ გეკრძალებათ საიტის ან მისი შინაარსის გამოყენება: (ა) ნებისმიერი უკანონო მიზნით; (ბ) სხვებისთვის რაიმე უკანონო ქმედებების განხორციელების ან მათში მონაწილეობის რჩევის მიზნით; (გ) ნებისმიერი საერთაშორისო, ფედერალური, რეგიონული ან სახელმწიფო რეგულაციების, წესების, კანონების ან განკარგულებების დარღვევის მიზნით; (დ) ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების ან სხვა ადამიანების ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შელახვის ან დარღვევის მიზნით; (ე) სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, ასაკის, ეროვნული წარმომავლობის ან ინვალიდობის ნიშნით შევიწროების, შეურაცხყოფის, ზიანის მიყენების, ცილისწამების, დამცირების, დაშინების ან დისკრიმინაციის მიზნით; ვ) ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენის მიზნით; (ზ)ვირუსები ან ნებისმიერი სხვა სახის მავნე კოდის ატვირთვის ან გადაცემის მიზნით, რომლის ამა თუ იმ სახით გამოყენებამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სერვისის ან მასთან დაკავშირებული ვებსაიტის, სხვა ვებსაიტების ან ინტერნეტის ფუნქციონირებაზე ან მუშაობაზე; (თ) სხვების პირადი ინფორმაციის შეგროვების ან თვალყურის დევნების მიზნით; (i) სპამის, ფიშინგის, ფარმნგის, პრეტექსტის, კროლინგის ან სკრიეპინგის მესიჯების გავრცელების მიზნით; (კ) ნებისმიერი უხამსი ან ამორალური მიზნით; ან (ლ) ჩაერიოს ან გვერდი აუაროს სერვისის ან მასთან დაკავშირებულ ვებსაიტს, სხვა ვებსაიტებს ან ინტერნეტს უსაფრთხოების ფუნქციებში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შეწყვიტოთ თქვენი მომსახურება ან შეგიზღუდოთ

ნაწილი 13 – გარანტიებზე უარის თქმა; პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენი მხრიდან ჩვენი სერვისით სარგებლობა იქნება შეუფერხებელი, დროული, უსაფრთხო ან უშეცდომო. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ შედეგები, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნას სერვისის გამოყენებით, იქნება ზუსტი ან სანდო. თქვენ ეთანხმებით, რომ დროდადრო ჩვენ შეგვიძლია მოხმარებიდან ამოვიღოთ სერვისი განუსაზღვრელი ვადით ან გავაუქმოთ ის ნებისმიერ დროს, თქვენთვის შეტყობინების გარეშე. თქვენ პირდაპირ ეთანხმებით, რომ თქვენი მხრიდან სერვისით სარგებლობა ან მისი გამოუყენებლობა არის მხოლოდ თქვენი რისკი. სერვისი და ყველა პროდუქტი და მომსახურება, რომელიც მოგეწოდებათ თქვენ სერვისის საშუალებით (გარდა ჩვენს მიერ ცალსახად მითითებული შემთხვევებისა) მოწოდებულია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ თქვენი გამოყენებისთვის, ყოველგვარი წარმომადგენლობის, გარანტიის ან რაიმე სახის პირობების გარეშე, იქნება ის გამოხატული თუ ნაგულისხმევი, რაც მოიცავს ნებისმიერ ნაგულისხმევ გარანტიას თუ ვაჭრობის პირობებს, პროდუქტის ხარისხს, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობას, გამძლეობას, წოდებას და შესაბამისობას.

 „აბჯარი“, ჩვენი დირექტორები, ოფიცრები, თანამშრომლები, შვილობილი კომპანიები, აგენტები, კონტრაქტორები, სტაჟიორები, მომწოდებლები, მომსახურების მიმწოდებლები ან ლიცენზიანტები არავითარ შემთხვევაში არ არიან პასუხისმგებელი რაიმე დაზიანებაზე, დანაკარგზე, პრეტენზიაზე ან რაიმე პირდაპირ, ირიბ, შემთხვევით, სადამსჯელო, სპეციალურ ან ნებისმიერი სახის თანმიმდევრულ ზიანზე, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დაკარგულ მოგებაზე, შემოსავალზე, დანაზოგზე, მონაცემების დაკარგვზე, ჩანაცვლების ხარჯებზე ან ნებისმიერ მსგავს ზიანზე, იქნება ეს კონტრაქტიდან გამომდინარე, დელიქტური (მათ შორის დაუდევრობა) ან სხვა, რომელი სერვისის ან სერვისის გამოყენებით შეძენილი პროდუქტის გამოყენებიდანაც არ უნდა გამომდინარეობდეს იგი, ასევე – ნებისმიერ სხვა პრეტენზიაზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ სერვისის ან ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებასთან, მათ შორის – ნებისმიერ შეცდომასთან ან გამოტოვებას, ან რაიმე სახის დანაკარგს ან დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია სერვისის ან სერვისის მეშვეობით ნებისმიერი გამოქვეყნებული, გადმოცემული ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი კონტენტის (ან პროდუქტის) გამოყენებით, მაშინაც კი, თუ არსებობდა რეკომენდაცია ამის შესაძლებლობის შესახებ. იმის გამო, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ან იურისდიქცია არ იძლევა პასუხისმგებლობის გამორიცხვის ან თანმიმდევრული ან შემთხვევითი ზიანისთვის პასუხისმგებლობის შეზღუდვის საშუალებას, ასეთ ახელმწიფოებში ან იურისდიქციებში ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება კანონით ნებადართული მაქსიმალური ზომით.

ნაწილი 14 – ანაზღაურება

თქვენ თანახმა ხართ აანაზღაუროთ და ზიანისგან დაიცვათ „აბჯარი“ და ჩვენი მშობელი და შვილობილი კომპანიები, პარტნიორები, ოფიცრები, დირექტორები, აგენტები, კონტრაქტორები, ლიცენზიანტები, მომსახურების მომწოდებლები, ქვეკონტრაქტორები, სტაჟიორები და თანამშრომლები, ნებისმიერი პრეტენზიისა და მოთხოვნისაგან, მათ შორის ადვოკატის საფასურისგან, რომელიც შეიძლება გასწიოს ნებისმიერმა მესამე მხარემ თქვენს მიერ ამ მომსახურების პირობების ან მათ მიერ დართული დებულებების დარღვევის გამო ან მესამე მხარის ნებისმიერი კანონის ან მესამე მხარის უფლებების დარღვევის შედეგად.

განყოფილება 15 – განცალკევება

იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების პირობების ნებისმიერი დებულება გამოვლინდა, როგორც უკანონო, ბათილი ან არააღსასრულებადი, ასეთი დებულება მაინც აღსრულდება მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სისრულით, ხოლო არააღსრულებადი ნაწილი განიხილება ამ მომსახურების პირობებიდან მოწყვეტილად და ეს არ იმოქმედებს სხვა დანარჩენი დებულებების ნამდვილობასა და აღსრულებადობაზე.

ნაწილი 16 – შეწყვეტა / მოშლა

მხარეთა ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშვა მოშლის თარიღამდე, სრული სახით შენარჩუნდება წინამდებარე ხელშეკრულების მოშლის შემდგომ პერიოდშიც. ეს მომსახურების პირობები ძალაშია, თუ თქვენ ან ჩვენ მათ მოქმედებას არ შეწყვეტთ. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ მომსახურების პირობები ნებისმიერ დროს, რა მიზნითაც უნდა შეგვატყობინოთ, რომ აღარ გსურთ ჩვენი სერვისების გამოყენება, ან როდესაც შეწყვეტთ ჩვენი საიტის გამოყენებას. თუ ჩვენი შეხედულებით, თქვენ ვერ შეასრულებთ, ან ჩვენ ვეჭვობთ, რომ თქვენ ვერ შეასრულეთ ამ მომსახურების პირობების რომელიმე დებულება, ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვშალოთ ეს ხელშეკრულება ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე და თქვენ დარჩებით პასუხისმგებელი შეწყვეტის თარიღამდე ყველა გადასახდელი თანხისთვის. ამასთანავე, ჩვენ შეიძლება შეგიჩეროთ ჩვენს სერვისებზე (ან მათ ნებისმიერ ნაწილზე) წვდომა.

ნაწილი 17 – შეთანხმების მთლიანობა

ჩვენს მიერ წინამდებარე მომსახურების პირობების რომელიმე დებულების განხორციელების ან აღსრულებისგან თავის შეკავება არ ნიშნავს ამ უფლებაზე ან დებულებაზე უარის თქმას. ეს მომსახურების პირობები და ჩვენს მიერ ამ საიტზე ან სერვისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ნებისმიერი პოლიტიკა ან ოპერაციული წესი წარმოადგენს თქვენსა და ჩვენს შორის არსებულ მთლიან შეთანხმებას და არეგულირებს სერვისის გამოყენებას, ანაცვლებს თქვენსა და ჩვენს შორის არსებულ ნებისმიერ წინა ან თანადროულ შეთანხმებას, კომუნიკაციას და შეთავაზებას, იქნებოდა ის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის – მომსახურების პირობების ნებისმიერი წინა ვერსიით). ნებისმიერი ბუნდოვანება ამ მომსახურების პირობების ინტერპრეტაციაში არ უნდა იქნას გაგებული პროექტის შემქმნელი მხარის საწინააღმდეგოდ.

ნაწილი 18 – იურისდიქცია

წინამდებარე მომსახურების პირობები და ნებისმიერი ცალკეული შეთანხმება, რომლითაც ჩვენ გაწვდით სერვისებს, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნაწილი 19 – ცვლილებები მომსახურების პირობებში

ამ გვერდზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადახედოთ მომსახურების პირობების უახლეს ვერსიას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ განვაახლოთ, შევცვალოთ ან გადავაკეთოთ წინამდებარე მომსახურების პირობების ნებისმიერი ნაწილი ჩვენს ვებგვერდზე განახლებებისა და ცვლილებების გამოქვეყნებით. თქვენი პასუხისმგებლობაა პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენს ვებგვერდზე არსებული ცვლილებები. თქვენი მხრიდან ჩვენი ვებსაიტის ან სერვისის მუდმივი გამოყენება ან წვდომა ამ მომსახურების პირობების ნებისმიერი ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ ინტერპრეტირდება როგორც ამ ცვლილებების მიღება და აღიარება.

ნაწილი 20 – საკონტაქტო ინფორმაცია

მომსახურების პირობების შესახებ შეკითხვები უნდა გამოგვიგზავნოთ მისამართზე support@abjari.com

Top
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.